Tuesday, December 18, 2012

სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება: რკინის ჟანგვის პირობების გამორკვევა.



პროექტის მთავარი იდეა:  გარემო პირობების გავლენა რკინის ჟანგვის პროცესზე;

პროექტის აქტუალობა: რკინა  უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობის მეტალია, სიმაგრისა და სიმტკიცის გამო შენადნობების სახით  გამოიყენება სხვადასხვა ნაგებობების, ხიდების  მშენებლობაში, მას მნიშვნელოვანი ნაკლიც აქვს - გარემო პირობების გავლენით ადვილად იჟანგება. ჟანგს რკინისგან განსხვავებული თვისებები აქვს - ის აღარ არის მტკიცე მაგარი. ამიტომ დაჟანგვის ადგილებში რკინის კონსტრუქცია ირღვევა, რაცსაბოლოოდ იწვევს შენობა-ნაგებობების წგრევას. რკინის ჟანგვის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა ვიცოდეთ  რა გარემო პირობები განაპირობებს ამ პროცესს.



პროექტის მიზანი:  გარემო პირობების გავლენა რკინის ჟანგვის პროცესზე.

მონაწილეთა ასაკი:  13 წელი.

პროექტის ხანგრძლივობა: 15 დღე

მოსალოდნელი შედეგები: სხვადასხვა ხარისხით დაჟანგული ლურსმნები.

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:  სახელმძღვანელო, ენციკლოპედია, ინტერნეტი, 4 ცალი ახალი ლურსმანი და 2 ცალი პოლიეთილენის პაკეტი.

პროექტის მსვლელობა: 

1. თემის შერჩევა და შესაბამისი კითხვების ჩამოყალიბება.

2. საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება.

3. პროექტის გეგმის შემუშავება.

4. ჯგუფში მოვალეობების გადანაწილება (ვინ არის პასუხისმგებელი კონკრეტული საქმიანობის შედეგზე  ვინ არიან შემსრულებლები, ვინ, რას და როდის გააკეთებს  );

5. აქტივობების განხორციელება (პროდუქტის მომზადება)

6. პროდუქტის პრეზენტაცია.

7. პროექტის შემაჯამებელი შეფასება.



პროექტის თეორიული ნაწილი.

        ჰაერზე დაყოვნებისას რკინის ნაკეთობები (ვედრო, ავტომანქანა, ჭურჭელი, ფოლადის მილები,) ჟანგის ფაშარი ფენით იფარება. ჟანგი გაცილებით მეტ მოცულობას იკავებს, ვიდრე რკინა. მასში ადვილად აღწევს ნესტი და ჟანგბადი. ამიტომ რკინის ჟანგვის პროცესი რკინის ამოჭმამდე გრძელდება. ჟანგვა მით უფრო სწრაფად მიმდინარეობს , რაც უფრო ნესტიანია ჰავა და რაც  უფრო გაჭუჭყიანებულია ჰაერი. რკინის ჟანგვა ყოველთვის მიმდინარეობს ბუნებაში, როდესაც ის ჟანგბადს, წყალს, მჟავებს ან გარემოში არსებულ სხვა მჟანგავებს ეხება. ამ პროცესს კოროზია ეწოდება.
        კუნძული როდოსი ხმელთაშუა ზღვაში მდებარეობს. იგი საშინელ ალყას გადაურჩა. მადლიერების ნიშნად ხალხმა ქალაქში მზის ღმერთის ჰელიოსის  32- მეტრიანი ქანდაკება ააგო. კოლოსი ნაწილებისაგან ააწყვეს. ბრინჯაოს მრგვალ ნაწილებს მთლიანად ასხამდნენ. დიდი დეტალების დასამზადებლად კი რკინის ჩარჩოზე  ბრინჯაოს ფურცლებს აკრავდნენ. ლეგენდის თანახმად, რამდენიმე წელიწადში ქანდაკებას ბზარი გაუჩნდა, რის გამოც ქანდაკების შემქმნელმა თავი მოიკლა. ბზარის გაჩენიდან  60 წლის შემდეგ ქანდაკება მუხლებში გადატყდა და დაიმსხვრა. მაშინ ამის მიზეზად მიწისძვრა ჩათვალეს...


       ქანდაკებას კი ბზარი დაჟანგვის გამო გაუჩნდა. ჟანგვის პროცესი დააჩქარა ბრინჯაოსთან შეხებამ [ბრინჯაო-სპილენძის შენადნობია სხვადასხვა მეტალებთან]. კოლოსი მიწისძვრის გარეშეც დაიმსხვრეოდა ნესტიანი ჰავის გამო.
       რკინის ჟანგვა აქტიურად მიმდინარეობს მაღალ ტემპერატურაზე.

ექსპერიმენტის შედეგები:

        გამოსაკვლევად აღებული იყო  ოთხი ცალი ახალი ლურსმანი, რომლებიც განთავსდა სხვადასხვა პირობებში.
1. ლურსმანი მოათავსეს სააბაზანოში ნესტიან ადგილას.
2. ლურსმანი მოათავსეს მოათავსეს თბილ ოთახში.
3. ლურსმანი მოათავსეს მშრალ პოლიეთილენის პარკში.
4. ლურსმანი მოათავსეს სველ პოლიეთილენის პარკში.
       თავდაპირველად დაიჟანგა სააბაზანოში.[ 8 დღე].[N -1]
       შემდეგ  სველ პოლიეთილენის პარკში .[10 დღე ][N-4]
       ოდნავ შეიცვალა ფერი თბილ ოთახში  [15 დღე][N-4]
       არ შეცვლილა  მშრალ პოლიეთილენის პარკში.[N-2]


ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ქიმია VIII. 9 . მოსწავლეს შეუძლია  არაორგანულ ნაერთთა ძირითადი კლასების დახასიათება.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე :
  • აკვირდება მეტალთა ჟანგვის პროცესებს ყოფა-ცხოვრებაში, მოიპოვებს საჭირო ინფორმაციას და მსჯელობს თვისებებზე

  
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი: თინათინ გაბუნია.

ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: gabunia.tinatin1952@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი /ბლოგი: gabuniatinatin.blogspot.com

1 comment:

  1. 'Sega Genesis, 1990, Sega, Wii, Sega - VODl.cc
    I've put together a video review for the Sega Genesis. Here's a look at mp3 juice it (link above).

    ReplyDelete